"ოცნებაში" გენპროკურორის კანდიდატურა შერჩეული ჰყავთ "ოცნებაში" გენპროკურორის კანდიდატურა შერჩეული ჰყავთ /> "/> " />


  13:30:27     19-06-2024

"ოცნებაში" გენპროკურორის კანდიდატურა შერჩეული ჰყავთ

1718789575ioo.jpg

"ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ. ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა, თუმცა, არ დააკონკრეტა თუ ვისზე მიმდინარეობს მსჯელობა. 

მე ვფიქრობ, რომ ადამიანი იქნება მთავარი პროკურორი, რომელიც მოემსახურება თემიდას, რომელიც იქნება სამართლიანი, რომელიც არ დაუშვებს გადახვევას. არსებობს კანდიდატი, ამ კანდიდატთან დაკავშირებით, მე არ მაქვს უფლებამოსილება რაიმე ვილაპარაკო. ამის თაობაზე თქვენ გაიგებთ საჭირო დროს.", – ამბობს გია ვოლსკი. 

კანდიდატურის წარსადგენად 2 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. საკანონმდებლო ორგანოში გენერალური პროკურორის კანდიდატი საპროკურორო საბჭომ უნდა წარუდგინოს. მათ ვადა 28 ივნისამდე აქვთ.


ავტორი: presa.ge